მჯერა არ მჯერას გაგრძელება

გავრცელებულ ჭორთან დაკავშირებით გუკა რჩეულიშვილის ოჯახმა საჯარო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თავად პროდიუსერი კი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა: "როგორც ამ ოჯახის მეგობარმა, შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით და თავდადებით განვაცხადო, რომ ლელა კილაძე კვლავინდებურად გიგი უგულავას ცოლია და არასოდეს გუკა რჩეულიშვილზე დაქორწინება არ უფიქრია. 99%-იანი ვარაუდით შემიძლია ვთქვა, რომ არც გუკა რჩეულიშვილს უფიქრია, ლელა კილაძეზე ექორწინა".

 

სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გავრცელებულ ჭორს კილაძე ასე პასუხობს:

"მსურს, გამოვეხმაურო ჭორს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მეუღლეს გავშორდი და გუკა რჩეულიშვილზე ვიქორწინე. ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი. საინფორმაციო სააგენტოებს ვთხოვ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას. მესმის, რომ გიგი უგულავას სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენი ოჯახი საჯარო ყურადღების ცენტრშია და მსგავსი ჭორების მიმართ თმენის ვალდებულება გვაკისრია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მე და გიგი უგულავას გვყავს ხუთი მცირეწლოვანი შვილი და ამ ტიპის კამპანია, პირველ რიგში, მათ აყენებს ტრავმას. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას".

22-01-2014, 00:05    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი