მთავრობას და ბიზნესმენებს მოუწოდებთ დაეხმარონ ლუკა ჩხარტიშვილის!

12 წლის ლუკა ჩხარტიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონი უკვე დაიწყო.

 

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ლუკას სახელზე გახსნლ ანგარიშზე, მხოლოდ უბრალო ადამიენები რიცხავენ უმნიშვნელო თანხას. "მადლობა ამ უბრალო ხალხს, საკუთარი პრობლემების მიუხედავათ ამასაც, რომ ახერხებენ" - ამბობს ლუკას დედა.

 

ლუკას ირგვლი გაერთიანდნენ სტუდენტები და მოხალისე ადამიანები, ისინი უანგაროდ აკეთებენ იმას, რაც მათ ძალებს აღემატება. მაგრამ ლუკას სიცოცხლის გადასარჩენად ეს არ არის საკმარისი.

 

ინტერნეტით 200 000 მეტმა ადამიანმა ნახა ლუკას ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია, სრულიად საქართველომ იხილა იგი კურიერის სიუჟეტში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, როგორც ყოველთვის უბრალო ადამიენების წაყლობით ხდება ბევრი სიკეთე, მათ გარდა დახმარების ხელი ოჯახისთვის ჯერ არავის გაუწვდია.

 

ლუკას ჯანმრთელობა კი ბეწვზე ჰკიდია, დრო არ ითმენს. ბავშს სასწრაფოდ ესაჭიროება ზუსტი დიაგნოსტიკა და მკუნალობა საზღვარგარეთ.

 

სად არის ამ დროს მთავრობა? ნუთუ არ ესმის ხალხის ხმა? ნუთუ მსგავსი გულგრილობით შესაძლებელია მომავლის იმედი გვესახებოდეს? თუ ამასაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ? ნუთუ პატარა ლუკასნაირი გადაუდებელი ავადმყოფების სიცოცხლე უნდა შეეწიროს ამდენ არაფრისმომტან პოლიტიკურ ბატალიებს?

 

სად არიან ამ დროს ბიზნესმენები? ალბათ ბევრჯერ შეწუხებულან, მაგრამ მათი ბიზნესის წინსვლა კორპორატიული სოციალური პასუხისმეგბლობის გაერეშე წარმოუდგენელია.

 

სად არიან ამ დროს ცნობილი სახეები? მაინცდამაინც "ვიღაცის ვიღაცისთვის" უნდა გავერთიანდეთ? ლუკა ერთი ულამაზესი ბიჭი და უბრალო ოჯახის შვილია, მასაც სწყურია სიცოცხლე და სჭირდება თქვენი ერთი ხმა. "არ მინდა სიკვდილი, მინდა ჩემი თანატოლებივით მეც ვხალისობდე, არ მინდა დედაჩემის თვალებზე მუდმივად ცრემლებს ვხედავდე" - ამბობს ლუკა.

 

ლუკას მხარდამჭერებს გვსურს ჩვენი ხმა მივაწვდინოთ მათ, ვისაც ლუკას უცხოეთში მკურნალობის დაფინანსება ხელეწიფება.

 

მოგიწოდებთ ყველას! შემოგვიერთდით თქვენი ერთი ხმა, არის ხმა კატამონთან...

 

 

ავტორი: Award.com.ge

 

მთავრობას და ბიზნესმენებს მოუწოდებთ დაეხმარონ ლუკა ჩხარტიშვილის!

1-07-2014, 23:50    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი