საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილი დანიშნა. "მთავარი პროკურორის კანდიდატურისა და ზოგადად პროკურატურის საქმიანობის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურა შეირჩა მისი კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა და კარგი რეპუტაციის მიხედვით", — ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ბადაშვილი დაიბადა 1981 წელს. 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე იგი მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურორატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად.

2013 წლის მაისიდან კი გიორგი ბადაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. გიორგი ბადაშვილმა კარიერა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან და 2013 წლის მაისამდე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

21-01-2014, 23:46    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი