თბს და გუდვილი - მევალე თუ მევახშე

"გუდვილი" რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა. გადაწყვეტილება მომრიგებელთა საბჭომ სასამართლოში ჩააბარა და რამდენიმე დღეში დაინიშნება საცალო ქსელის რეაბილიტაციის მმართველი. "გუდვილს" კრედიტორების მიმართ 40 მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. აქედან 15.5 მილიონი ლარის დავალიანება "გუდვილს" "თიბისი ბანკის" მიმართ აქვს, საიდანაც 13 მილიონი ლარი "მარშეს" სესხის დაფარვისგან გაჩენილი დავალიანებაა, 2 მილიონი კი "გუდვილის" მფლობელის ქონების გადაფორმებისგან დატოვებული კრედიტია. 

აღსანიშნავია, რომ "გუდვილს" და მის კომპანიებს უკვე 40 მილიონ ლარამდე პროცენტები აქვს იმ სესხებზე გადახდილი, რომლის სანაცვლოდაც "თიბისი ბანკმა" "გუდვილის" კუთვნილი შენობები გადაიფორმა. დღეს "გუდვილი" "თიბისის" სასამართლოში უჩივის კომპანიის ქონების საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად შეფასებისთვის. 

"გუდვილის" იურისტის თქმით, ბანკს კომპანიების აქტივები "სამართლიან ფასში" რომ წაეღო, "მარშე" და "გუდვილი" გადახდისუუნაროები არ აღმოჩნდებოდნენ და მათ ხელთ არსებული ფინანსური რესურსებით ვალის მომსახურებას იოლად შეძლებდნენ.

21-01-2014, 22:42    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი