ჟანა ფრისკე სიმსივნით არის ავად

ცნობილი რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე უკვე რამდენიმე თვეა, რაც სიმსივნეს ებრძვის. თავდაპირველად პრესაში გავრცელებული ეს ინფორმაცია საზოგადოებას მორიგი ჭორი ეგონა, თუმცა, ცოტა ხნის წინ 39 წლის ვარსკვლავის მეუღლემ ოფიციალური კომენტარი გააკეთა. "ჩვენი ოჯახი სასტიკი გამოცდის წინაშე დგას. ჟანა სიმსივნით არის ავად. ჩვენ ბრძოლას განვაგრძობთ და რწმენას ერთი წუთითად არ ვკარგავთ. ყველას ერთადერთი თხოვნით მოგმართავთ, რომ კეთილი სიტყვით გაგვამხნევოთ და ჩვენთვის ილოცოთ", — განაცხადა დიმიტრი შეპელევმა. 2013 წლის აპრილში წყვილს პირველი შვილი, აპოლონი შეეძინა. მომღერლის ოჯახი ამ ეტაპზე კომენტარებისგან თავის შეკავებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ შემდეგში საზოგადოებას სასიხარულო ამბის შესატყობინებლად მიმართავს.

21-01-2014, 22:12    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი