ანჯელინას და ბრედის მრავალრიცხოვან ოჯახს ახალი წევრი შეემატება

ანჯელინა და ბრედი ეთიოპიიდან გოგონას აყვანას აპირებენ. სამაგალითო წყვილს 6 შვილი უკვე ჰყავს და კიდევ ერთი ბავშვის აყვანა სურს. მთელი ზამთრის არდადეგების დროს მათ ოჯახში მხოლოდ ამ თემაზე საუბრობდნენ. მსახიობებმა თავიანთი გეგმის შესახებ შვილებს უამბეს და მათი აზრითაც დაინტერესდნენ. "ისინი ამ საკითხს ბავშვებთან განიხილავდნენ". მათი 9 წლის ქალიშვილი ზაჰარაც სწორედ ეთიოპიაში დაიბადა. უნდა აღინიშნოს, რომ ეთიოპიაში პიტი და ჯოლი კლინიკას აშენებენ, რომელიც შიდსით დაავადებულთა სამკურნალო ცენტრი იქნება. აპრილში ვარსკვლავები იქ გამგზავრებას გეგმავენ, რათა მშენებლობის პროცესს თვალი მიადევნონ და შვილად აყვანაზე საბოლოოდ დაფიქრდნენ.

21-01-2014, 20:38    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი