ლოს- ანჯელესში კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონია დასრულდა

როგორც ცნობილია, ლოს- ანჯელესში კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე კინემატოგრაფში  შეტანილი  წვლილისთვის , მსახიობებს, ფილმებს, სერიალებსა და შემოქმედებითი  ჯგუფის წარმომადგენლებს აჯილდოებენ. 

მსახიობთა საუკეთესო შემადგენლობისთვის პრიზი დევიდ ო  რასელის სურათმა "ამერიკულმა  აფიორამ" დაიმსახურა. 

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, პრემია მეთიუ მაკკონაჰის მიანიჭეს, საუკეთესო ქალ მსახიობად კი ქეით ბლანშეტი დასახელდა. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის ჯილდო, ჯარეთ ლეტომ  დაიმსახურა, მან ფილმში "დალასის მყიდველთა კლუბი" პარტნიორობა მეთიუ მაკკონაჰს გაუწია.

სურათში "მონობის 12  წელი" ქალის  მეორეხარისხოვანი როლის განსახიორებისთვის, გილდიის ჯილდო ლუპიტა ნიუონგოს გადაეცა. სატელევიზიო ფილმსა და მინისერიალში შესრულებული საუკეთესო როლისთვის ჯილდოები ლეგენდარულმა მსახიობებმა, მაიკლ  დუგლასმა  და ჰელენ მირენმა დაიმსახურეს. დუგლასმა მონაწილეობა სტივენ სოდერბერგის ბიოგრაფიულ დრამაში, "შანლდების უკან" მიიღო, მირენი კი დევიდ მემეტის  დრამაში "ფილ  სპექტორში" მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. ჰელენ მირენს პარნიორობა ალ პაჩინომ გაუწია.  

 

სოფო მიმინოშვილი

21-01-2014, 03:42    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი