პრემიერის შეხვედრა ბიზნესმენებთან შერჩევითობის პრინციპით

ხელისუფლება ადგილობრივი წარმოების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს, მაგრამ პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ქართული წარმოებების წარმომადგენლებს არ ეპატიჟება.

პურპროდუქტები ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტად ითვლება, რეალურად კი ეს დარგი ხელისუფლებამ უკანა პლანზე გადასწია და შეხვედრაზე ამ სფეროს წარმომადგენლები არ მიიწვიეს.

შეხვედრაზე არ ყოფილა არც კომპანია "ბარამბოს" წარმომადგენელი, რასაც კომპანიაში პოლიტიკური მოტივით ხსნიან: იმ პირობებში, როდესაც კომპანია "ბარამბო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი სერიოზული ბრენდია და ათასობით სამუშაო ადგილს ქმნის, მას არ იწვევენ იქ, სადაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეა საუბარი," – აცხადებენ ბარამბოში.

პრემიერთან შეხვედრაზე არც სამშენებლო სექტორი არ იყო წარმოდგენილი - ეს ხელისუფლების მხრიდან სამშენებლო ბიზნესის დაიგნორების პირველი შემთხვევა არ არის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ესაა შეგნებული პოლიტიკა - აცხადებენ მშენებლები.

21-01-2014, 02:38    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი