რემონტი ღარიბაშვილის კანცელარიაში - სად წავიდა ზაქარეიშვილი?

რემონტი სახელმწიფო კანცელარიაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეროვნული ბანკის შენობაში გადავიდა.

 

უწყებამ კანცელარიის შენობა რამდენიმე თვის წინ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ ბანკში გადასვლის შემდეგ სამინისტროს თანამშრომლებს მთავრობის კანცელარიაში შესასვლელი საშვებიც გაუუქმდათ. გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ უწყების პრესსამსახურში. მათი განცხადებით, თანამშრომლების საშვები ამ დრომდე მოქმედია.

 

„როგორც მითხრეს გრძელვადიანი საშვები, რომელიც შენობის შეცვლამდე იყო უწყების თანამშრომლებზე დაშვებული ჩემი ინფრომაციით კვლავ მოქმედია. თუმცა მე პირადად ერთჯერადი საშვიდ შევდივარ კანცელარიაში, რადგან არც მკონია გრძელვადიანი საშვი. ველოდებოდით უწყებისთვის სახელის შეცვლას, ამასობაში იანვარიც მოვიდა და მე ვერ მოვასწარი საშვის აღება. მე არ ვიცი ბოლო დღეებში სცადეს თუ არა ჩვენი უწყების თანამშრომლებმა არსებული საშვით კანცელარიაში შესვლა, თუმცა როგორც მითხრეს საშვები დღემდე ძალაშია,“-განუცხადეს „პირველ რადიოს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურში.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სახელმწიფო კანცელარია თებერვალში დატოვა. უწყება ამჟამად ეროვნული ბანკის შენობაში მუშაობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით რემონტი მიმდინარეობს იმ სარჱულზე სადაც ავლაბრის საპრეზიდენტო სასახელში გადასვლამდე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კაბინეტი იყო. რა გახდფა კანცელარიასი რემონტის გაკეთების მიზეზი, რომელ სართულებზე მიმდინარეობს და რა მასშტაბის არის სარემონტო სამუშაოები ამის გარკვევა „პირველმა რადიომ“ კანცელარიის უფროსთან სცადა, თუმცა მაია ცქიტიშვილმა ჩვენ სატელეფონ ზარებს არ უპასუხა.

 

(არქივის ფოტო)

8-05-2014, 02:41    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი