სიკეთის სიყვარულით…

 

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქველმოქმედო საღამო გაიმართა, საღამოს ორგანიზება საქველმოქმედო ფონდ „ღვთისშვილების“ ხელმძღვანელებმა გაუწიეს. კონცერტი პოეტმა ვახტანგ ღლონტმა სიყმაწვილეში დაწერილი ლექსით გახსნა, რომელმაც საღამოს სიკეთის სურნელი შეაფრქვია. კონცერტზე დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება და აპლოდისმენტები თბილისიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოსული უმშვენიერესი მომღერალის მარიამ ელიეშვილის რეპერტუარმა, ბათუმის ფოლკ-ბენდ „მარეთის“ ახალმა ნომერმა და 13 წლის პოეტის – ნიკოლოზ ფუტკარაძის ლექსმა დაიმსახურა. საღამოს ალამაზებდნენ: მომღერალთა ტრიო „ლალე“, ნიჭიერის ფინალისტთა ჯგუფი „კალისტო“, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ქიქავა, დათო და დიტო ზოიძეები, პატარა მომღერლები ლანა ჯაბნიძე და ელეონორა შალამბერიძე, აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

საღამოს უძღვებოდა ბათუმელებისათვის გამორჩეულად საყვარელი, უნიჭიერესი პოეტი ქალბატონი ბელა ქებურია.

კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. უნარშეზღუდულთა დასახმარებლად საღამოზე იდგა სპეციალური ყულაბა, რომლის საშუალებითაც ღონისძიების დამსწრეთ შეეძლოთ კეთილშობილურ საქმეში  მონაწილეობა, მათ დასახმარებლად გახსნილია საბანკო ანგარიშიც და ყველა მსურველს შწუძლია მოქმედი ოპერატორიდან ზარის განხორციელება ნომერზე: 0901700035, ზარის ღირებულებაა 1ლარი.

 

adjaraps

20-01-2014, 02:53    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი