ნათია ფანჯიკიძის განცხადებით პროკურორი ციხეში უნდა ჩასვან

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე დავით კოდუას ცემის ფაქტს ეხმიანება და  „facebook"- ის საკუთარ გვერდზე  წერს - „ვისთვის „არა კაც ჰკლა", ვისთვის „არაკაც ჰკლა".. თუ ეს აგერია, ინტერპრეტაციები თავისუფალია, - არაკაცის შერჩევა გემოვნებით.

 

მამულო, საყვარელო, შენ როდის დამშვიდდები?"

 

„ვერავის ვერ განვსჯი, კიდევ კარგი ჩემი საქმე არაა განსჯა, რეალურად და ბოლომდე არავინ არ ვიცით რა მოხდა, ასე რამ გაამწარა ის ადამიანი, მაგრამ ზოგადი მსჯელობით, ყველამ თუ ამოუშვა მონსტრები, ძნელი კი არაა ამ ინსტინქტს გაყოლა, აგრესია იმდენი, რომ თავი დაიცვას, ყველაზე უწყინარ ადამიანსაც აქვს, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს გასაჭირში უნდა დაუძახო მონსტრებს, უფსკრულია, სხვისი დაზიანება არის თვითდაზიანების პირდაპირპროპორციული. როგორ უნდა მოიშორო ღამის კოშმარებიდან ეს სახე? და თუ იოლად გშორდება და არ გტკივდება ყველაფერი, ცოტა შენც ფსიქოპათი გამოდიხარ, არა? აფექტი  რომ გაივლის, მერე? "მართალი ვიყავი" ეს თვითდარწმუნება არ გიშველის. ხოდა საკუთარი თავის დამსხვრევას, ჯობს არსებობდეს წესიერი სასამართლო. ყველა მსხვერპლია, ნაცემიც და მცემელიც. სახელმწიფომ უნდა გადაარჩინოს ადამიანები ამისგან. თუ ამ კაცს შეტანილი ქონდა სარჩელი და ამდენ ხანს არ მიაქციეს ყურადღება, პროკურორი უნდა ჩასვან ციხეში უსაქმურობისთვის." - წერს ნათია ფანჯიკიძე. 

5-05-2014, 17:21    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი