ნინო ბურჯანაძე – ადამიანებმა თავად დაიწყეს სამართლიანობის აღდგენა

კოალიცია “ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დავით კოდუას ცემის ფაქტს გამოეხმაურა. ბურჯანაძის თქმით, როდესაც ადამიანებმა დაინახეს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგა, ამისთვის ბრძოლა თავად დაიწყეს.

 

“როდესაც ადამიანებმა დაინახეს, რომ სამართლიანობა არ აღდგა და ამ პროცესისთვის არაფერი არ კეთდება , ბუნებრივია თავად დაიწყეს სამართლის ძებნ. ეს კარგისკენ არ წაგვიყვანს “,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში, ნაშუადღევს აბაშიძის ქუჩაზე ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან“ გამოდიოდა, როდესაც თავდამსხმელებმა ის სასტიკად სცემეს.

მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი – ნოშრევან ნამორაძე დააკავა.

1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნამორაძე შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში საკუთარი ნებით გამოცხადდა და განაცხადა, რომ მან დავით კოდუა შურისძიების ნიადაგზე სცემა. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

თავის მხრივ, ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყებები ერეკლე და დავით კოდუების მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულს ბოლომდე გამოიძიებენ და სამართლიანობა აღდგება.

 

kvira.ge

4-05-2014, 17:16    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი