აშშ და გერმანია ფრანგული Alstom-ისთვის იბრძვიან

Alstom-მა გადაწყვიტა, თავისი ერთ-ერთი განყოფილება, რომელიც ენერგეტიკულ ტურბინებს აწარმოებს, 10 მლრდ ევროდ გაყიდოს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო მიიღო.

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ორშაბათს ამერიკული კორპორაცია General Electric-ის ხელმძღვანელს, ჯეფრი იმმელტს (Jeffrey R. Immelt) შეხვდა. როგორც ცნობილია, General Electric-ი დაინტერესებულია ფრანგული გიგანტის, Alstom-ის ენერგეტიკული განყოფილების ყიდვით.

 

Alstom -მა გადაწყვიტა, თავისი ერთ-ერთი განყოფილება, რომელიც ენერგეტიკულ ტურბინებს აწარმოებს, 10 მილიარდ ევროდ გაყიდოს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო მიიღო, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ამ გეგმას ხელი შეუშალოს.

 

გარიგების წინააღმდეგ უკვე გამოვიდა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი არნო მონტებური, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია ნაციონალური ინტერესების დაცვა, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლებას არ შეუძლია გარიგებას ხელი პირდაპირ შეუშალოს, რადგან Alstom-ის კაპიტალიდან 2006 წელს გავიდა.

 

აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის გაყიდვა Alstom-ის მთავარ აქციონერს, მილიარდერ მარტენ ბუიგს სურს, რომელიც კონგლომერატის 29.4%-ს ფლობს.

 

Alstom -ი მსოფლიოში ენერგეტიკული აღჭურვილობისა და სარკინიგზო ტრანსპორტის წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერია. კომპანია ჩქაროსნულ მატარებელ TGV-ს მწარმოებელიცაა, რომელსაც საფრანგეთის სარკინიგზო სისტემა იყენებს.

 

Alstom -ის აქტივების ყიდვით დაინტერესებულია გერმანული კორპორაცია Siemens-იც. როგორც ფრანგული პრესა წერს, გერმანელები მზად არიან, Alstom-ს დამატებითი პირობები შესთავაზონ და ამის პარალელურად ენერგეტიკული განყოფილებისთვის General Electric-ის მიერ შეთავაზებული ოდენობის თანხაც გადაიხადონ. 

 

ექსპერტები ამბობენ, რომ გერმანულ გიგანტთან თანამშრომლობა Alstom-ისთვის უფრო მომგებიანი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში კომპანია შეძლებს 18 ათასი სამუშაო ადგილის შენარჩუნებას, რასაც ამერიკული მხარე Alstom-ს არ ჰპირდება. 

 

როგორც მოსალოდნელია, საფრანგეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებას Siemens-ის ხელმძღვანელთან, ჯო კეზერტანაც გამართავს.

 

 

2-05-2014, 13:04    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი