ჯანსუღ ჩარკვიანი: მიწაზე, რომ გაგიხსნიან ვარსკვლავს ცოტა ზედმეტია, მაგრამ სასიამოვნოა, რომ გამახარეს

პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

 

„ახალგაზრდების სასახლეში შეხვედრა მქონდა, ჩემს ლექსებს კითხულობდნენ და იქ განაცხადა დავით ოქიტაშვილმა, რომ ათ მაისს გაიხსნება ჩემი და მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი, რაც ჩემთვის სიურპრიზი იყო.

 

მამუკას და სხვებს უამრავი სიმღერა აქვთ დაწერილი ჩემს ლექსებზე რომლებიც ფილარმონიაში  გამოვლენ და იმღერებენ, მაგრამ მე არ ვიცოდი თუ ჩემს 150 ლექსზე იყო დაწერილი სიმღერა. ძალიან გამიხარდა, მთელი ცხოვრება ვამბობდი -  ვარსკვლავი ცაშია და მიწაზე, რომ გაგიხსნიან ვარსკვლავს ცოტა ზედმეტია, მაგრამ სასიამოვნოა, რომ გამახარეს."- განაცხადა ჯანსუღ ჩარკვიანმა 

28-04-2014, 14:10    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი