"საირმე" გაიზიარეთ ქართული ბუნების მადლი!

„წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა!“ -  ჯანსაღი ცხოვრების გემო მთლიანად ამ დალოცვას დაატანეს ჩვენმა წინაპრებმა. უძველეს რელიგიურ რიტუალებში წყალს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა -  მას ენერგიითა და ინფორმაციით მუხტავდნენ და სხვას გადასცემდნენ.

 

წყალი მუდმივად უხილავ და შეკრული წრეზე ტრიალებს. გარდა იმისა, რომ დედამიწის წიაღიდან ატმოსფეროში აღწევს და მერე ისევ უკან  ბრუნდება, ამავე დროს  თაობებს შორის ამყარებს კავშირს - ტრადიციას ინახავს   და ახალ ტენდენციებს ითვისებს.

 

ყოველივე ამის საუკეთესო მაგალითია ბრენდი საირმე! იგი ერთი მხრივ აგრძელებს ტრადიციას - მინერალური წყალი საირმე კვლავ  შუცვლელია როგორც უამრავი დაავადების სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება - გემოთი საუკეთესო, ფასით ხელმისაწვდომი, საყოველთაოდ ცნობილი სახელით, საუკეთესო ქიმიური შემადგენლობით - მომხმარებელში დავიწყებულ ნდობას აღვიძებს.  მეორეს მხრივ კი,  ასე კარგად ნაცნობი, ირმებიანი ეტიკეტი განახლებული დიზაინით ჩვეულ გემოსთან ერთად  ჩვენს ყოფაში ახალი ტენდენციებსაც  ამკვიდრებს.  საირმე უკვე არა მხოლოდ ტრადიციული სამკურნალო, არამედ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი გახლავთ და ეს ბრენდის პოტენციის მხოლოდ ნაწილია.  

 

საირმე - უმშვენიერესი ქართული ბუნების საჩუქარი - ეს არის ჯანსაღი მინერალები და სუფთა წყალი ყველასთვის,  კომპანია „საირმის“ წარმოებაში მრავალფეროვანი ასორტიმენტით წარმოდგენილი წყალი, ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლო მინერალების დიდ თაიგულს შეიცავს, ხოლო კალციუმის რაოდენობით გამორჩეულად უნიკალურია.

 

გარდა ამისა ქართული ბუნების საუნჯე, მინერალური წყალი საირმე, გამორჩეულ თვისებათა გამო ისეთივე ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანია, როგორც ქართველი ხალხის მიერ შექმნილი მატერიალური თუ სულიერი კულტურის განძი და ნაციონალურ სიმდიდრედ მიიჩნევა.

 

ბრენდი საირმე საუკეთესო ხარისხის სამკურნალო და სასმელ წყალთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს სიცოცხლეს, სიჯანსაღეს  და სიძლიერეს,  ბუნების მიერ შექმნილ მადლს. რაც უფრო ჩქარდება რიტმი, იცვლება მოთხოვნები და გარემო პირობები, მით უფრო იზრდება წყლის მნიშვნელობა მისი საუკუნოვანი და დღემდე ცოცხალი ტრადიციები თანამედროვეობისთვის აქტუალური გზავნილი გახლავთ.

 

გაიზიარეთ ქართული ბუნების მადლი!

 

9-09-2014, 14:05    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი